კახა კოჟორიძე – პრეზიდენტს კითხვები აქვს, რამდენად არის „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე სამართლიანობის იდეის ერთგული

0
816

პრეზიდენტს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე სამართლიანობის იდეის ერთგული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა პირველ რიგში, იქმნება სწორედ ინდივიდუალური მოსამართლეების მხრიდან, რომლებსაც ეკისრებათ ვალდებულება იყვნენ სამართლიანობის და კანონის ერთგულები.
„საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია და მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეისადმი და არაერთხელ განუცხადებია, რომ მიუღებელია სასამართლოს დამოუკიდებლობაში რომელიმე გარეშე თუ თანამდებობის პირის, ასევე ინსტიტუტის მხრიდან რაიმე ტიპის ჩარევა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა პირველ რიგში იქმნება სწორედ ინდივიდუალური მოსამართლეების მიერ და უპირველესად მათ ეკისრებათ ვალდებულება იყვნენ სამართლიანობის და კანონის ერთგულები. ჩემი, როგორც იურისტის აზრით, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონია შეხება სასამართლო საქმეებთან, ამ საქმეში უკვე არის შექმნილი გარემოებების ერთობლიობა, რომელიც აჩენს კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის მოსამართლე სამართლიანობის იდეის ერთგული. ეს არის კითხვა, რომელიც მე მაქვს და ეს არის კითხვა, რომელიც გააჩნია პირადად პრეზიდენტსაც“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი არხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მრჩევლის გარდა, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here