უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ მხარეები მოსამართლის გადაწყვეტილებს უნდა დაელოდნონ.
“მე ამ საკითხებში ჩარევის კომპეტენცია არ მაქვს. ამდენად, გამოძიების სრული პრეროგატივაა გაარკვიოს ყველაფერი და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, ამცნოს საზოგადოებას ამის შესახებ. სასამართლო პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე. ბუნებრივია, ეს იყო საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად მაღალი ინტერესის სფეროში და არსებობდა გარკვეული არასასურველი პრეცენდენტები. ეს არის პროცესის მონაწილეთა მხრიდან ზედმეტი აქტიურობა ხშირ შემთხვევაში, თუმცა მათ თავისი უფლებამოსილება გააჩნიათ, რაც პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას ხშირად უშლიდა ხელს”, – განაცხადა გვენეტაძემ.