საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა

0
884

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2” -თან დაკავშირებით მიმდინარე პროცეწებზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

“ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია, შეიქმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა.ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლების.

სამწუხაროდ მთავრობის მეთაურის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები – გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას!

მოვუწოდებ მოსამართლეს – არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა”, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here