დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ბელგრადში გაემგზავრა

0
869

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში, ბელგრადში გაემგზავრა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები სერბეთის ევროპული ინტეგრაციის უპორტფელო მინისტრთან იადრაკა იოკსიმოვიჩთან, ევროკავშირთან სერბეთის მთავრობის მთავარ მომლაპარაკებელ ტანია მიშჩევიჩთან, სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან როკსანდა ნინჩიჩთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრა ჯუროვიჩთან.
შეხვედრებზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობასა და სერბეთის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის, გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელებენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here