თურქეთში “კოზა-იფექ” მედია ჰოლდინგის დაყადაღბა ევროპარლამენტის ორმა ჯგუფმა ერთობლივი განცხადებით მკაცრად გააკრიტიკა.
ლიბერალური ჯგუფის პრეზიდენტი და ყოფილი ბელგიის პრემიერ-მინისტრი გუი ვერჰოფსთანდი და მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე რებეკა ჰარმსი ერთობლივ განცხადებაში, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანს ოპოზიციური მედიის გაჩუმების სტრატეგიის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
‘იფექ მედია ჯგუფის გაჩუმება: მმართველი პარტიის მიერ ამომრჩეველთა მიმართ ზეგავლენის მოხდენის მანევრა’ სათაურით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია,რომ კვირის ბოლოს ჩასატარებელი არჩევნების წინ თურქეთის ხელისუფლების იფექ ჯგუფის დაყადაღების გადაწყვეტილებას დიდი პროტესტი მოჰყვა. ვერჰოფსთანდი და ჰარმსი თავიანთ განცხადებაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას მკაფიოდ კრძალავს მმართველი პარტია “კოზა-იფექის” ჯგუფში მათივე მხარდამჭერების შეყვანას ცდილობს, რაც მიუღბელია და ოპოზიციური მედიის გაჩუმების მცდელობა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ორმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ‘აუცილებელი ელემენტებია’, “არჩევნების წინ “კოზა-იფექის” წინააღმდეგ ძალიან მკაფიოდ განხორციელებული ანტი-დემოკრატიული ქმედებით ოპონენტებს ვერ გააჩუმებთ. როგორც ევროპელები პრეზიდენტ ერდოღანს განსხვავებული აზრის მოსმენისკენ და ოპოზიციური ხმების გაჩუმების სტრატეგიის შეჩერებისკენ მოუწოდებთ. “კოზა-იფექის” დაყადაღების გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს.”-ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთში, მმართველი პარტიის მიერ “კოზა-იფექ” ჰოლდინგში შემავალი მედია შაშუალებების დაყადაღება, ევროპის პარლამენტის, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამაც გააკრიტიკა. პარტიის სახელით განცხადება თურქეთის შესახებ მომხსენებელმა რენატე სომერმა გააკეთა სადაც ის განმარტავს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საუბარი შეუძლებელია. სომერი, მედია საშუალებების დაყადაღბასთან დაკავშირებით, “არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ასეთი ქმედება დემოკრატიის მიმართ სერიოზული თავდასხმაა და ეს იმის მაჩვენებელია, რომ მმართველი პარტია ყველა დემოკრატიულ ღირებულებებს თავს დაანებებს და არჩევნებში უმრავლესობის მოსაპოვებლად ყველაფერზე წავა.”-განაცხადა მან. ევროპის მწვანეთა პარტიის სახელით განცხადება გააკეთა პარტიის თანათავმჯდომარემ ფილიპ ლამბერთსმა რომელიც აღნიშნავს, რომ თურქეთში მხოლოდ დემოკრატიის სახელი დარჩა. ლამბერთსის თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი რუსეთსა და ჩინეთს ბაძავს და ოფიციალური, არაოფიციალური, არასამართლებრივი ყველა გზების გამოყენებით განსხვავებული ხმების გაჩუმებას ცდილობს.