სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინდა

0
732

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ინდმეწარმის მიერ, კუსტარულად მოწყობილ საწარმოში სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით AVE-ს ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადებული კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომლის ლოგოტიპიც მიმსგავსებულია ცნობილი ბრენდ AVE-ს სასაქონლო ნიშანს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here