ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,3836 ლარი გახდა

0
1121
 ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,3836 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2,3836 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2,4067 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0,0231 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან, ერთი ევროს შეძენა 2,6344 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2,6563 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0,0219 ლარი შეადგინა.