თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
1214

ბილისის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იყალთოს და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, ლაღიძის, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ძმები კაკაბაძეების, გურიის, მესხის, ლიხის, ვეძინის, ჩაბალის, ქიქოძის, გიგაურის, არსენას, რიწის, გრიბოედოვის, აბაკელიას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, შევჩენკოს, 8 მარტის, გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, კოსტავას და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის და ნაძალადევის რაიონებში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, წყალსადენის, ფეიქრების, შეშელიძის, ხევძმარის, ხიზანბარელის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VI კვარტლის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის II კვარტლის, სამგორის ჩიხი 5 და ნადარეიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარშენის, პისარევის, ჩეჩელაშვილის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, სააკაძის, ბაგრატიონის, ასპინძის, ეკატერინე ჭავჭავაძის და ახალი არსენალის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.