თურქეთში მმართველი პარტიის მიერ “კოზა-იფექ” ჰოლგინგში შემავალი მედია საშუალებების ხელში ჩაგდებას საერთაშორისო მეიდია ორგანიზაციებმაც გამოეხმაურეს. პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) აცხადებს, რომ 1 ნოემბრის არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე იფექის მედია ჰოლდინგის უკანონოდ ხელისუფლების კონტროლზე დაქვემდებარება მიუღებელია.
RSF ევროპის დირექტორი იოჰან ბიჰარი, “სპეცოპერაციიზ მთავარი მიზანი ”კოზა-იფექ”-ის ჯგუფში შემავალი მედია საშუალება იქნება თუ არ იქნება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიციური მედია საშუალებების ხელისუფლების კონტროლზე დაქვემდებარება მიუღებელია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ასეთი თავდასხმები შეწყვიტოს და პრესას თავისი საქმის კეთების საშუალება მისცეს.”-აღნიშნავს განცხადებაში.
გერმანიის ჟურნალისტთა ასოციაცია (DJV) საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, თურქეთში, სადაც ჟურნალისტები პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.
DJV თავმჯდომარე მაიკლ კონკენი “სამწუხაროდ, თურქეთის, ხელისუფლების ორგანოებმა ასეთი ქმედებით დამოუკიდებელი მედია საშუალებების წინააღმდეგ ზეწოლის ჯაჭვს ერთი რგოლი ისევ შეჰმატეს. ისედაც მთავრობა და სასამართლო წლებია პრესის თავისუფლებას ზღუდავს და ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფ ჟურნალისტებს დევნის.”-განაცხადა მან.
DJV-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ჟურნალისტები თურქეთში თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვერ იმუშავებენ მაშინ ამ ქვეყანაში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. კონკენის თქმით, Bugün-ის ტელევიზია, Kanaltürk-ის ტელევიზიასთან ერთად Bugün-ისა და Millet-ის გაზეთები და ხუთი საინფორმაციო პორტალის მიმართ განხორციელებული ქმედებები, თურქეთს ევროკავშირთან დაახლოებაში ხელს შეუშლის.
დიდი ბრიტანეთის მწერალთა კავშირის (English PEN) დირექტორმა ჯოგლანვილმა,”კოზა-იფექის” ჯგუფის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ‘უკიდურესად შემაშფოთებელი’ უწოდა.
ჯოგლანვილმა პრესაში საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია: “ეს არის თურქეთში მედიის თავისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმაა და ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში პრესის თავისუფლება დრამატულ მდგომარეობაშია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მედიის წნეხის გარეშე, თავისუფლად მუშაობისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელის შეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთი, აზრის გამოხატვის თავისუფლების მიმართ საერთაშორისო ვალდებულებები უნდა დაეცვა,მაგრამ დღს როდესაც პრესის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მედიის უფლებები ირღვევა.”-ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა Mogens Blicher Bjerregard-მა თურქეთში “კოზა-იფექ” მედია ჯგუფზე ხელისუფელბის მხრიდან დაღადაღება მკაცრად გააკრიტიკა. ეს სპეცოპერაცია პოლიტიკური მიზნებისთვის რომ განხორციელდა აშკარაა აღნიშნა Bjerregard-მა და განაცხადა, რომ ოპოზიციური მედიის გაჩუმების მიზნით გადადგმული ასეთი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
Bjerregard, “მხოლოდ პრესის თავისუფლებით და სარედაქციო დამოუკიდებლობით შესაძლებელია, რომ მედიამ და ჟურნალისტებმა მოქალაქეებს დამოუკიდებელი, პლურალისტური და ინფორმატიული ჟურნალისტური მომსახურება გაუწიონ. ეს კი; განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში როდესაც ადამიანებმა დემოკრატიულ მოვლენებს თავლი ადევნონ ამისათვის მნიშვნელოვანია. ხელისუფლების მიერ მედიის მმართველების სამსახურიდან განთავისუფლება და მათ ადგილზე სხვების დანიშვნა მიუღებელია და პრესის თავისუფლების დარღვევას ნიშნავს.”-აღნიშნა მან.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მსოფლიო რეიტინგში პრესის თავისუფლების კუთხით, თურქეთი 180 ქვეყანას შორის 149 ადგილზეა.