საქართველოს და ბელარუსის შსს-ს აკადემიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

0
1001

საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორმა, ნუკრი გელაშვილმა და ბელარუსის შსს-ს აკადემიის რექტორმა, ვლადიმერ ბაჩილამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე კობრუსევი დაესწრნენ.
საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია კადრების მომზადებისა და კვალიფიციის ამაღლების სფეროში ორი ქვეყნის აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის კვალიფიციური კადრების სრულყოფილ მომზადებასა და სასწავლო სემინარებში მონაწილეობას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საერთო ინტერესის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. ასევე მოხდება საგანმანათლებლო და მეთოდური მასალების, პუბლიკაციების გაცვლა.
მათივე განმარტებით, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს, ბელარუსის შს მინისტრის სახელით, სამკერდე მედალი გადასცა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here