თურქეთში წინასაარჩევნოდ დამოუკიდებელი ტელევიზიების შემდეგ ორი გაზეთის გამოსვლაც შეაჩერეს

0
839

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მმართველობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე ბოლო წლებში ძალიან მომატებული “ნადირობა” ისევ გრძელდება და უკვე პიკს მიაღწია. ანკარის მე-5 სასამართლოს გადაწყვეთილებით, კერძო კომპანია კოზა-იფექ  ჰოლდინგის მმართველობაში, რომლის შემადგენლობაშია ორი ტელევიზია, ორი გაზეთი და ერთი რადიო, პრეზიდენტ ერდოღანთან და მისი პარტიიდან ხელმძღვანელების დანიშვნიდან ჰოლდინგის მმართველობაში მოსული ახალი ხელმძღვანელობამ გუშინ ორივე ტელევიზიის  მაუწყებლობის გაჩერების შემდეგ, ჰოლდინგის ორი გაზეთის დაბეჭდვა და გავრცელებაც გააჩერა.

1 ნოემბერის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული თავისუფალი მედიიდან ორი ტელევიზიის მაუწყებლობის გაჩერება დღეს გაზეთების Bugün და Millet-ის ბეჭდვის და გავრცელობის შეჩერებით გაგრძელდა. გაზეთები დღეს ინტერნეტ ვერსიებით გამოვიდნენ სათაურებით: “სისხლიანი გადატრიალება” და “წართმევა”.  გაზეთები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჰოლდინგზე სასამართლოს ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის მიზანი სახეზეა, ეს კი არის ზუსტად მედია-საშუალებების გასაჩუმებლად გაკეთებული და ხალხისათვის ობიექტური ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობა.

აღსანიშნავია რომ ტელევიზიების მაუწებლობის გაჩერებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ, ტელევიზიების ეთერი ჩართეს და გადიოდა ადოლფ ჰიტლერის შესახებ დოკუმენტური ფილმი. კოზა-იფექ ჰოლდინგზე სასამართლოს მმართველის დანიშვნა ნიშნავ ქვეყანაში არსებული მედია საშუალებების უმეტესი ნაწილის ერდოღანისა და მისი პარტიის მხრიდან გაკონტროლებას. უკვე სახაზეა რომ ეს მედიასაშუალებებიც თავისუფალი მედიის პირობებიდან მიკერძოებულ მედიასაშუალებებად გადაკეთდებიან.

ამჟამად თურქეთში ვითარება ძალიან დაძაბულია. თვითონ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ვარაუდობენ, რომ 1 ნოემბრის არჩევნების სამართლიანად ჩატარდება ეჭვქვეშ დადგება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here