შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

0
1310

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახალ ატაშე ბრუნო ბალდუკს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.