9 სახელმწიფო ნატოს რეგიონში სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს

0
1232

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ნატო-ს, რეგიონში სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართოს.

იოჰანსის განცხადებით, ევროპისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა საჭირო. მისივე თქმით საფრთხე სამხრეთიდანაც ჩანს, მათ შორის სირიიდან.
პრეზიდენტის განცხადებით, რუმინეთის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.
9 ქვეყანა ალიანსს ოფიციალურ მიმართავს სამიტზე გადასცემს, რომელიც 4 ნოემბერს გაიმართება.