ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მღებრიშვილსა და ვახტანგ გომელაურს შეხვდა

0
823

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან სამუშაო შეხვდერა გამართა. მთავრობის მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინულ საიტებზე გუშინ გავრცელებული სატელეფონო საუბრებით დაინტერესდა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
პრემიერ–მინისტრმა მოუწოდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანებელს, უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here