გიორგი მარგველაშვილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

0
837

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირი სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც ქართველი ხალხის სახელით დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

Airbus A321, რომელიც ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ეკუთვნოდა, ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშის აეროპორტთან დღეს დილით ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 224 მგზავრი დაიღუპა.

თვითმფრინავი შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა რეისს. რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, 1-ელი ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here