The Guardian: თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ეს პრესაზე მიყენებული ყველაზე დიდი დარტყმაა

0
1221

ბრიტანული გაზეთი Guardian-ი, Kanaltürk -ის და Bugün-ის ტელევიზიების დახურვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ თურქეთში წინასაარჩევნოდ მედია, რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მძიმე ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, პრეზიდენტ ერდოღანისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები სამსახურიდან თავისუფლდებიან, უფრო მეტიც თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან. ოპოზიციურად განწყობილ გამოცემებზე თავდასხმები ხორციელდება. დამკვირვებლების შეფასებით, ეს ანკარაში ცვლილებისა და ანგარიშვალდებულების მომთხოვნი ადამიანების მიმართ დაშინების მცდელობაა.

მმართველობის ჩაბარების შემდეგ სამსახურიდან განთავისუფლებული Bugün-ის ტელევიზიის ხელმძღვანელი ტარიკ თოროსი, Guardian-თან აცხადებს, რომ თურქეთის ისტორიაში ეს მედიაზე მიყენებული ყველაზე დიდი დარტყმაა.

თოროსის თქმით, გაზეთის დარბევის დროს Bugün-ის ტელევიზიის მთავარი საკონტროლო ოთახიდან პოლიციამ ის ძალით გაიყვანა, ამის შემდეგ ტელევიზიიმ მაუწყებლობა შეწყვიტა.
სტატიაში ნათქვამია, რომ 7 ივნისის არჩევნების შედეგებით კოალიციის შექმნა გახდა საჭირო, მაგრამ მმართველმა პარტიამ (AK) და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ (CHP) შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გაზეთმა ასევე, 2013 წლის 17-25 დეკემბერს, პროკურორისა და პოლიციის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მმართველი პარტიის (AK) მხარდაჭერის შესუსტებაზე, ხოლო სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერის სელაჰათთინ დემირთაშის (HDP) პოპულარობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

ერთპარტიული მმართველობა კატასტროფა იქნება

როგორც გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, წინასაარჩევნოდ ჟურნალისტები მმართველ პარტიას აიძულებენ ოპოზიციასთან ითანამშრომლოს, მაგრამ ხელისუფლება ოპონენტების გაჩუმებას ცდილობას. გაზეთთან საუბრისას თარიკ თოროსი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ერთპარტიული მმართველობა კატასტროფით დასრულდება, ერდოღანის საწინააღმდეგოს ვინც გაიფიქრებს, მათ მიმართ თავდასხმები გაგრძელდება და თურქეთი ასეთი ქმედებით ბნელ პერიოდში შევა.
გაზეთი პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებასაც იხსენებს. “კოზა-იფექ” მედია ჯგუფზე მომხდარ დარბევასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და სხვა არანაირი ჩარევა არ ხდება. ეს ყველაფერი, აღნიშნავს გაზეთი, დემირთაშის ჩათვლით, განსხვავებული აზრის მქონე ოპოზიციურ წარმომადგენლებთან დაკავშირებით რეპორტაჟების გამოქვეყნების გამო ტელევიზიების შურისძიების მიზნით ტარდება.

გაზეთმა, გაზეთ Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორის ჯან დუნდარის განცხადებებსაც დაუთმო ადგილი, სადაც ამბობს, რომ პოლიციის დარბევა, თურქეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომატებული ზეწოლის პერიოდს დაემთხვა.სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის, პრესის თავისუფლების ორგანიზაციების საერთო ანგარიშში წერია, რომ ივნისის არჩევნების შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ზეწოლამ მოიმატა, რაც თურქეთის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ კოზა-იფეკ ჰოლდინგის პოლიციის მიერ დარბეული ტელევიზიების Bugün და Kanaltürk, გაზეთების Bugün და Millet-ის ახალი ხელმძღვანელობის მმართველობაში მოსვლიდან მეორე დღესვე, მათ პრეზიდენტ ერდოღანის პროპაგანდა დაიწყეს. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ერდოღანის მიერ ბოლო წლებში შექმნილი სპეციალური სასამართლოები რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს კოზა-იფეკთან დაკავშირებით და ასახავს კერძო კომპანიაში თავისი მმართველის დანიშვნის ძირითადი მიზნის რეალობას.