ლია გიგაური თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

0
1070

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე საჯარო სკოლების მონახულებას აგრძელებს. დღეს, ლია გიგაური თბილისის 186-ე საჯარო სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მინისტრის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმდინარეობითა დაინტერესდა და ზოგადად სკოლის საჭიროებებითაც დაინტერესდა.
186-ე სკოლა თბილისის ერთ-ერთი დიდკონტიგენტიანი სკოლაა, სადაც 1400-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლის რეაბილიტაცია 2014-2015 წლებში ორ ეტაპად განხორციელდა და ღეისათვის 80% რეაბილიტირებულია. კერძოდ, სრულად რეაბილიტირდა მე-4 სართული, მოეწყო სამედიცინო ოთახი და კომპიუტერული კლას-კაბინეტი, გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, საცრემლე რაფა, სარინელი, ელექტროობა, სანიტარული კვანძები, გარემონტდა კიბის უჯრედი, დერეფნები და საკლასო ოთახები, შეიღება ფასადი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე განახლდება და ამით დასრულდება სკოლის სრული რეაბილიტაცია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here