საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა

0
866

საქართველოს დღეს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.
ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 6 ნოემბერს დაასრულებს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here