თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
893

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს, გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანის, საბურთალოს, ვაკის, სამგორის, ნაძალადევისა და ისნის რაიონებს.
02:30 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის თევდორე მღვდლის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, სურამის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი: 02:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელ გლდანის, გლდანის მასივის I, II, IIIა, V, VI მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ვეკუას, შეშელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი: 01:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, სოფელ დიღომის, დიდი დიღმის I, II და IV მიკრორაიონების, 26 მაისის მოედნის, მიხეილ თამარაშვილის, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, კარტოზიას, ნუცუბიძის, ასათიანის, ზემო დელისის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი: 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ნაკადულის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი: 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, ღრმაღელის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი: 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის შესახვევის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here