მთავრობა მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას მოახდენს

0
769

საქართველოს მთავრობა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას განახორციელებს. შესაბამის საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
როგორც სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სუბსიდირებისთვის მთავრობა 2 მილიონ ლარს გამოყოფს.
“აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ჩვენ ვაპირებთ მანდარინის მოსავლის სუბსიდირება განვახორციელოთ, რა საკითხსაც დღევანდელ სხდომაზე გადავწყვეტთ. ჯამში 2 მილიონი ლარის სუბსიდიას გამოყოფს მთავრობა. კერძოდ, კომპანიაზე, რომელიც შეისყიდის 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად, ჩვენგან გაიცემა 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here