პრემიერის თქმით, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება

0
801

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება,- ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს 3 კერძო პირს 12 ავტომანქანა დაუბრუნდება.
„ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს კიდევ 12 ავტომანქანას ვუბრუნებთ 3 კერძო პირს, რომელთაც მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა, გადააცემინა ეს მანქანები.
ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here