შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და მარიხუანა ამოიღო

0
833

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ზურაბ ვ. თბილისში, ლიბანის ქუჩაზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაიით, სამართალდამცველებმა, ზურაბ ვ-ს პირადი ჩხრეკისას, 25,72 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 23 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ზურაბ ვ-ს
მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here