თურქეთში ხელისუფლებამ სტიპენდიის გამცემი საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებული ადამიანები დააკავა

0
793

თურქეთში მმართველი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებზე ზეწოლას საზღვარი არა აქვს. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მთავრობა, მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ყველა ჯგუფის, მედიის, ბიზნეს ასოსიაციების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარბევით მათ გაჩუმებას ცდილობს. დარბევების ბოლო სამიზნე ქალაქ მანისაში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია გახდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია რომელიც დაარბიეს,  გაჭირვებულ სტუდენტებს სტიპენდიით ეხმარება და ყველა მის საქმიანობას კანონის დაცვით აწარმოებს. აღნიშნულ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე შემოწირულობის გაკეთების ბრალდებით ორი ქალი და ქალაქში ქველმოქმედებით ცნობილი ათობით ადამიანი, მათ შორის ადვოკატები, ექიმები და მასწავლებლები დააკავეს. ქველმოქმედებით ცნობილ ქალებზე პოლიციის მიერ ტერორისტების მსგავსად ხელბორკილების დადება პოლიტიკოსებმა, ინტელექტუალებმა, ჟურნალისტებმა და მწერლებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

სულის შემძვრელი ინციდენტი მთავრობის ინტერესების გამტარებელმა გაზეთებმა ვერც კი დაინახეს და თავისუფალი მედიის მკითხველს როგორც ჩვეულებრივი ინფორმაცია ისე მიაწოდეს. ქვეყნის პოპულარული ჟურნალისტი ჰასან ჯემალი ჩატარებულ სპეცოპერაციას, ერდოღანის მიერ გამოთქმულ, შუასაუკუნეების ევროპაში “კუდიანობაზე ნადირობა”(ამ პერიოდში მიუხედავად იმისა ადამიანი არის დამნაშავე თუ არა ყველას სჯიდნენ) ცნობილ პერიოდს ადარებს. ჯემალი გამოქვეყნებულ სტატიაში, “ყველას თვალწინ ‘კუდიანებზე ნადირობის’ ტალღაა აგორებული და ეს ტალღა თანდათან მატულობს. ჩვენ კი დაწერის საშუალებით სინდისის ქენჯნისგან განთავისუფლების გარდა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია… კუდიანებზე ნადირობა თავისუფლების მტრობას ნიშნავს. კუდიანებზე ნადირობა ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვას ნიშნავს. კუდიანებზე ნადირობა კანონის უზენაესობის არაფრად ჩაგდებას ნიშნავს. კუდიანებზე ნადირობა დემოკრატიის მტრობას ნიშნავს”- წერს ჰასან ჯემალი თავის სტატიაში.

ქვეყნის ყველაზე პოპულარული გაზეთებიდან ზამანის (Zaman) მწერალმა მეჰმეთ ქამიშმა, ქველმოქმედებით ცნობილ ქალებზე ხელბორკილების დადება, რომელთა დანაშაულიც საქველმოქმედო ორგანიზაციაზე შემოწირულობის გაკეთებაა და რომლის სასჯელიც ჯერ გაურკვეველია “მაგ ხელბორკილების დადებით სინდისის ქენჯნა არ გაწუხებთ?”-სიტყვებით გააკრიტიკა. ცნობილი ჟურნალისტი ქამიში თავის სტატიაში, “პოლიციელები ბაღებსა და სკოლებს არბევენ, გაჭირვებულ სტუდენტებზე სტიპენდიის მიცემის გამო ბიზნესმენებს, ქველმოქმედების მოყვარულ ადამიანიებს აპატიმრებენ, არანაირი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე ქალებს ხელბორკილებს ადებენ, სინდისის ქენჯნა არ გაწუხებთ? გაწუხებთ მაგრამ დღემდე რაც მიითვისეთ იმის დაკარგვის გეშინიათ?”-წერს მწერალი.

მიმდინარე მოვლენები ყველაზე მწვავედ ჟურნალისტმა მუსტაფა აკიოლმა გააკრიტიკა. აკიოლი სოციალური მედიით გაკეთებულ განცხადებაში, საქველმოქმედო ორგანიზაციას, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია ისეთნაირად ვერავინ ვერ მოეპყრობა. ერთ ჯგუფში თუ ერთი ადამიანი დამნაშავეა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში ყველა დამნაშავეა. “ძირს ტირანია”-განაცხადა მუსტაფა აკიოლმა.

თურქეთში ხელისუფლებამ 2013 წლის დეკემბერში, ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებული მექრთამეობისა და კორუფციის გამოვლენის შემდეგ, მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ყველა სფეროზე, მათ შორის თავისუფალ მედიაზეც, მათი გაჩუმების მიზნით ზეწოლას მოუმატა. დაბოლოს 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური გამოცემებით ცნობილი “კოზა-იფექ” მედია ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა ჩაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის ჩვენების გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here