შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა

0
833

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის მოქალაქეები, მამა-შვილი – 1989 წელს დაბადებული ალეკო ჟ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული მამუკა ჟ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ალეკო ჟ-ს პირადი ჩხრეკისას 0,00061 გრ ჰეროინი და 0,0050 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბის 4 ნატეხი, ხოლო მამუკა ჟ-ს კუთვნილი ველოსიპედის კორპუსიდან 0,6724 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 141 აბი და 23 ნატეხი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ჟ-მ ნარკოტიკი საბერძნეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ნარკოლოგიური შემოწმებით ალეკო ჟ-ს ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ალეკო ჟ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო მამუკა ჟ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here