შსს-მ რუსთავში თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

0
721

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ადვოკატი, 1984 წელს დაბადებული მიხეილ მ. და 1973 წელს დაბადებული მოქალაქე, წარსულში ნასამართლევი შახვალად ხ. თაღლითობის მცდელობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ადვოკატი მიხეილ მ, თანამზრახველ შახვალად ხ-სთან ერთად, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მამას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მაგამედ მირზა მ-ს მსჯავრდებული შვილის ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 60 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. მიხეილ მ-მ თაღლითური სქემა შახვალად ხ-სთან ერთად შეიმუშავა და მსჯავრდებულის მამასთან მოლაპარაკებებს მისი დახმარებით ახორციელებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მიხეილ მ. რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თაღლითური გზით მიღებული დიდი ოდენობით თანხით, საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის სალონიდან 60 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა შახვალად ხ. თანამზრახველის – მიხეილ მ-ს ბინაში დააკავეს.
გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here