ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სტიქიის გამო პრობლემა შეიქმნა

0
801

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა.
ამ დროისათვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ჩატარდება ინტენსიური სამუშაოები და მოძრაობა ოპტიმალურად მოკლე დროში იქნება აღდგენილი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here