ილია მეორე: რელიგია აქ არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას გამოავლენს

0
898

მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
„არიან ისეთი ადამიანები, რომელნიც ამას მიაწერენ მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ, სინამდვილეში, რელიგია აქ არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას გამოავლენს. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დაწყნარდება. ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. ღმერთმა აცხონოს ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მათ, ვინც დაჭრილია. ჩვენ ვიზიარებთ გარდაცვლილი ოჯახების მწუხარებას“, – განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

გარდა ამისა, პატრიარქმა მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე სახარების ერთი თავი წაიკითხონ, რათა საქართველოში და მსოფლიოში მშვიდობამ იზეიმოს.

პარიზში 13 ნოემბრის ღამეს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად, 129 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა – 352, რომელთაგანაც 99 პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here