გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს შეხვდება

0
766

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართავს.
საგარე საქმეთა სამინისტროs ინფორმაციით, სამუშაო საუზმეს ასევე დაესწრება ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებს, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას და ევროკომიის ანგარიშს, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდება.
მინისტრები ასევე ისაუბრებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე, ვითარებაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში, ასევე ბელგიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here