გურიის რეგიონის წარჩინებულები დასაჩუქრდნენ

0
766

არჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, გურიის რეგიონის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი. შესაბამისად, გაზრდილია წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა გურიის რეგიონშიც, წელს 47 მოსწავლე დასაჩუქრდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here