ზემო ფონიჭალაში 400 ხე დაირგო

0
882

კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში 400 ძირი ცაცხვი, კედარი, იფანი და ენდემური “ელდარის ფიჭვი” დაირგო. თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, მიიღო. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, კრწანისის რაიონში უკვე დაირგო 1200-ზე მეტი ხე-მცენარე, რგვები სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

,,ვაგრძელებთ გამწვანების მასობრივ აქციას, რომელსაც ყველა რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე ვატარებთ. დღეს კრწანისში, ფონიჭალის დასახლებაში მოსწავლეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთნ, ჩვენ სამსახურებთან ერთად ვრგავთ ხეებს. ამ ტერიტორიას, რამდენიმე წლის წინ ფორმალურად მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი. ახლა კი, რეალურად გაკეთდება აქ რეკრეაციული ზონა. ამ ტერიტორიასა და ზოგადად, მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარებული გამწვანების ღონისძიებები მნიშვნელოვანია დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამწვანების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი. ხეები დარგეს სკოლის მოსწავლეებმაც.
საშემოდგომო რგვები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე 313 000 ხე-მცენარე დაირგვება. გამწვანების ღონისძიებებში მოსახლეობა, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის, გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here