შსს-მ ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო

0
832

შსს-მ ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1971 წელს დაბადებული
ლაშა კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 20,60612 გრ ჰეროინის შემცველი ნივთიერება, მეტადონის 11 აბი და 0,2224 გრ ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს).

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here