თურქეთში მთავრობამ კიდევ ერთი კერძო კომპანიის მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა

0
1163

თურქეთში მთავრობა, მის მიერ ოპოზიციურად მიჩნეული კომპანიების ხელში ჩაგდებას განაგრძობს. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და მისი ხელისუფლების მიერ 1 ნოემბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე “კოზა-იფექ” მედია ჰოლდინგის მმართველობის ჩაბარების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების ” Kaynak” ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მმართველობაც ჩაიბარა.

” Kaynak” ჰოლდინგი რომელსაც 8 ათას 53 თანამშრომელი ჰყავს და 16 სხვადასხვა სექტორის 23 კომპანიას და 100 აქტიურ ბრენდს მოიცავს, პოლიციამ დღეს დილით სტანბულში ჰოლდინგის ოფისები დაარბია.

ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით “კოზა-იფექ” მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სკანდალის შემდეგ ეს მოვლენა, თავისუფალ მეწარმეობასა და კაპიტალზე მიყენებული ახალი დარტყა იქნება და ნახსენები უკანონო ქმედება ქვეყანას ეკონომიურად სერიოზულად დააზარალებს. ეკონომისტები, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საყოველთაო სამართლებრივი ნორმების დაცვაა და თუ ქვეყანაში სამართლებრივად უსაფრთხო გარემო არ იქნება უცხოელი ინვესტორის თურქეთში შეჩერება რთული იქნება.

თურქეთში 2013 წლის დეკემბერში, ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებული მექრთამეობისა და კორუფციის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ყველა სფეროზე, მათ შორის თავისუფალ მედიაზეც, მათი გაჩუმების მიზნით ზეწოლამ პიკს მიაღწია. 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური გამოცემებით ცნობილი “კოზა-იფექ” მედია ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა ჩაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს. და ბოლოს, მთავრობამ ქვეყნის უმსხვილესი მედია საშუალებებიდან “სამანიოლის” ჯგუფში შემავალი ტელევიზიები და რადიო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დახურა. ყოველნაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა სატელიტმა (Turksat), ამ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხს და 4 რადიოს მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე კონტრაქტი ჰქონდათ სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა.