ნინო გიორგობიანი მედიას მიმართავს

0
1158

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მედიისთვის მიმართვას ავრცელებს.
ნინო გიორგობიანი მიმართავას მასმედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობენ დღეს, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას.
„მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ. ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია“, _ აცხადებს ნინო გიორგობიანი.

ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” სახელით ვიდეომიმართვა დღეს გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების შესახებ საუბრობენ, მუსლიმებს „ისლამური ხალიფატის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი “ხალიფატის” შემოსვლით ემუქრებიან.