გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

0
1287

საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმსციით, ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქამალედინ ჰეიდაროვს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში. შს მინისტრმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განხორციელებული რეფორმები და სიახლეები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ქამალედინ ჰეიდაროვს საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარების მიზნით, ორი ქვეყნის აკადემიებს შორის მემორანდუმის გაფორმება შეთავაზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს შს სამინისტროსთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრობლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირება, გამოცდილების ურთიერთგაზიარების შედეგად, ბევრად ეფექტური გახდება. შეხვედრაზე მინისტრებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომოვალო გეგმებზეც ისაუბრეს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here