თურქეთში გაზეთ Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი დააპატიმრეს

0
735

თურქეთში, სადაზვერვო სპეცსამსახურების მიერ ტერორისტულ ორგანიზაცია ისის-ზე (ISIS) იარაღის მიწოდებისთვის ბრალდებული ტრაილერების ჩხრეკისას, გადაღებული ვიდეომასალის გაშუქების გამო კიდევ ერთი გაზეთის მთავარი რედაქტორი დააკავეს. გაზეთ Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და ამავე გაზეთის ანკარის ბიუროს უფროსი ერდემ გიული, ადანაში და ჰატაიში ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (MIT) ტრაილერების, იარაღის გადაზიდვასთან დაკავშირებით მომზადებული სტატიის გამო დააპატიმრეს.

მათ ბრალად ედებათ, “ტერორისტულ ორგანიზაციაზე შეგნებულად და ნებაყოფილობით დახმარება, სახელმწიფოს მიერ გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის ჯაშუშობის მიზნით მოპოვება და გახმაურება”. ასეთი მძიმე ბრალდების მტკიცებულება კი, მხოლოდ გაზეთის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციაა. გადაწყვეტილების მიღბის შემდეგ თავის მოკლე გამოსვლაში დუნდარი, “არ ინერვიულოთ, ეს ჩვენთვის ღირსების მედალია. შიგნითაც და გარეთაც ბრძოლას გავაგრძელებთ.”- აღნიშნა მან.

როგორც დუნდარმა აღნიშნა საჩივარი თავად პრეზიდენტ ერდოღანმა შეიტანა, “ხელისუფლება თუ იტყუება, საზოგადოებას ამის ცოდნის უფლება აქვს, ჩვენ ამ უფლების დასაცავად მოვედით. ჩვენ ჯაშუში, მოღალატე არ ვართ, ჩვენ ჟურნალისტები ვართ. აქ გაკეთებული საქმე მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობაა. მათ წინაშე იოლად გასაჩუმებელი გაზეთი და ჟურნალისტები არ არიან.” – განაცხადა ჯან დუნდარმა.

ადანაში და ჰატაიში ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერების ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაცია Cumhuriyet-ის გაზეთში მაისის თვეში გამოქვეყნდა. კამერით გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ ტრაილერებიდან ჯერ სამედიცინო პრეპარატების ყუთები გამოჰქონდათ. ყუთების ქვეშ კი ხელყუმბარებისა და ნაღმტყორცნების გარდა კონტეინერებში სავსე მძიმე ტყვიამფრქვევის ტყვიები იყო. ეს ყველაფერი კამერით გადაღებულ ვიდეო მასალაში კარგად ჩანდა. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სტანბულის მთავარი პროკურორის მოადგილემ ირფან ფიდანმა, გაზეთ Cumhuriyet-ის წინააღმდეგ ‘ტერორიზმის ბრალდებით’ გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზო პროგრამაში მონაწილეობისას, “ამ ინფორმაციის გამომქვეყნებელ ადამიანს, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება, ამას ასე არ დავტოვებ.”-განაცხადა მან.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here