იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ვზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა დადებითი იქნება

0
783

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნა, რომელიც დეკემბრის შუა, რიცხვებში უნდა გამოქვეყნდეს დადებითი, იქნება. მისი თქმით, საქართველო ამ თვალსაზრისით წარმატებას აღწევს.
„მინდა, ვაღიარო და ვთქვა, რომ საქართველო საკმაო წარმატებას აღწევს ამ თვალსაზრისით. არ იქნება საიდუმლოება, თუ გამოვხატავ ჩემს დარწმუნებას იმაში, ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდება დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება დადებითი. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას სჭირდება დრო“, – განაცხადა ჰანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ამ მიმართულებით არ აკეთებს განსხვავებას დიდ და პატარა ქვეყნებს შორის, ვინ ახლოს არის ევროკავშირთან და ვინ შორს.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული მეთოდოლოგია, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მზაობას, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის შედეგები. ჩვენ განსხვავებას არ ვაკეთებთ დიდ და მცირე ქვეყნებს შორის, ასევე – ვინ ახლოს არის ევროკავშირთან და ვინ შორს. ვგულისხმობ გეოგრაფიულ მდებარეობას“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here