საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

0
901

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.
საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ძირითადად ყურადღება წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გაამახვილეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრეს.
საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება და ის წინა მთავარი პროკურორების ანალოგიურად, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება.
ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია. მას არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, პოზიციები მხოლოდ დეპუტატებმა დააფიქსირეს, რის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა.
ახალმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here