2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება

0
814

2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
“2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება. ეს არის ის პარამეტრი, რომელზეც ჩვენ უკვე ავაგეთ ბიუჯეტის პროექტი და წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს”, – განაცხადა ხადურმა.
პრემიერ-მინისტრის კითხვაზე, რამდენი იყო ბიუჯეტი 2012 წელს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ იყო დაახლოებით 8 მილიარდი ლარი.
“2 მილიარდითაა გაზრდილი, რაც ჩვენ მოვედით”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზრდილია სოციალური ხარჯები, ადამიანებზე ზრუნვა, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამა.
“ჯანდაცვის პროგრამაზე ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ უვარგისია რატომღაც. ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა თურმე არ უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here