პარიზი 150-მდე ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს. რამდენიმე საათში საფრანგეთის დედაქალაქში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21) გაიხსნება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერები “ლე ბურჟეს” საგამოფენო ცენტრში იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ საგამოფენო ცენტრში მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
“ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი, COP21-ის თავმჯდომარე ლორან ფაბიუსი მიესალმნენ”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.