ბოიკო ბორისოვი: საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ „აბრეშუმის გზის“ ინიციატივაში ლიდერები იყვნენ

0
860

ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები ამ ინიციატივაში , – ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ბოიკო ბორისოვმა ხაზი გაუსვა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის როლს და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროცესში საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
“ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები ამ ინიციატივაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. არსებობს ირანთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების პოტენციალი. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო და ბულგარეთი ენერგომატარებლების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდნენ, რაც ჩვენს ეკონომიკებზე დადებითად აისახება, რადგან ამით ბუნებრივი აირის ფასი შემცირდება”, – განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა დღეს ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here