ობამა პირობას დებს, რომ ტერორიზმს დაამარცხებს

0
862

ჩვენ გავანადგურებთ “ისლამურ სახელმწიფოს” და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც აშშ-სთვის ზიანის მოტანას შეეცდება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
CNN-ის ცნობით, საგანგებო მიმართვა ობამამ თეთრ სახლში გააკეთა. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები ტერორიზმს დაამარცხებს.
ტერორიზმი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ის მაინც დამარცხდება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელი მუსულმანებისადმი უარყოფითი წინასწარგანწყობა მხოლოდ ექსტრემისტებს აძლევს ხელს და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა ჩაატაროს რელიგიური ტესტირება ემიგრანტების მიღების დროს.
ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა არ ნიშნავს, რომ აშშ ისლამს ებრძვის.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here