სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი

0
774

სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების თანახმად, კონსტიტუციურ ცვლილებას არჩევნებში მონაწილეთა 63,35%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი, 32,35% აღმოჩნდა.
რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები 13 დეკემბერს გამოქვეყნდება. სომხეთში რეფერენდუმი 6 დეკემბერს ჩატარდა. რეფერენდუმის საკითხს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც ქვეყანა სახელმწიფოებრივი მმართველობის ახალ ფორმაზე – საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადადის. ასევე იცვლება საარჩევნო სისტემაც და არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით გაიმართება.

ცვლილებების თანახმად პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ხდება, ხოლო პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს, უფლებები საგრძნობლად ეზღუდება.

საკონსტიტუციო რეფორმების თანახმად, სომხეთის პრეზიდენტს 5-ის ნაცვლად 7 წლით, დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები აირჩევენ. ცვლილებები მმართველი რესპუბლიკური პარტიის ინიციატივაა, ხოლო ოპოზიცია აპროტესტებს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას, რადგან მიაჩნია, რომ ეს ცვლილებები პრეზიდენტ სერჟ სარგისიანს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურება, ხელისუფლების შენარჩუნების უფლებას აძლევს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here