„შავი ოქროს“ ფასი ისევ რეკორდულად დაეცა

0
1166

მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი ვარდნას განაგრძობს. გერმანული მედიის ინფორმაციით, „ბრენთის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე უკვე 36,62 აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი ფასი 2008 წლის დეკემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მოგვიანებით, ფასმა ოდნავ აიწია და 36.78 აშშ დოლარი შეადგინა.
WTI მარკის ნავთობის ფასმა კი, ვაჭრობის შედეგად ბარელზე 34,77 აშშ დოლარი შეადგინა. 2009 წლის შემდეგ მაჩვენებელი 35 დოლარზე ქვემოთ პირველად დაეცა.
ნავთობის გაიაფების მიზეზად თეირანის განცხადება დასახელდა, რომლის თანახმადაც ირანი არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანს სანავთობო ექსპორტის გაზრდის ვადებს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here