შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებსა და კურსანტებს შეხვდა

0
865

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს პროექტის „გზა წარმატებისაკენ“ ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებისა და მსმენელებისთვის ლექცია ჩაატარა.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დირექტორმა ლექციაზე თავის განვლილ კარიერულ გზაზე, საზოგადოებაში პოლიციელის როლის მნიშვნელობასა და საპატრულო პოლიციის სპეციფიკაზე ისაუბრა. გოგა რაზმაძე მსმენელებს ასევე ესაუბრა საპატრულო პოლიციის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ლექციის შემდეგ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებმა და მსმენელებმა გოგა რაზმაძეს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით არა ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიღეს.
პროექტი შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული წარმატებული ადამიანები შსს-ს აკადემიის სტუდენტებსა და მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მსგავსი სახის შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს შსს-ს მომავალ თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here