თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე შენობა ევროკავშირის დროშის გამოსახულებით განათდა (ვიდეო)

0
942


საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას სიმბოლურად აღნიშნავს.
დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე რამდენიმე შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. თბილისში ევროკავშირის დროშის გამოსახულებით განათდა მშვიდობის ხიდი და მთავრობის ადმინისტრაციის შენობა.
ასევე, სიმბოლურად ლურჯ ფერებში განათდა სატელევიზიო ანძა.
ევროკომისიის პოზიტიურ ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში განათებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები.
ევროკავშირის დროშის გამოსახულებით იყო განათებული სვანური კოშკი – მესტიაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დადიანების სასახლე – ზუგდიდში, შუქურა და „პორტა ბათუმი თაუერი“ – ბათუმში, თელავის ციხე და ილიას ძეგლთან მისასვლელი კიბე – წიწამურში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here