თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
1154

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
თაწმინდის და კრწანისის რაიონები – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, თავისუფლების მოედნის, ერეკლე მეორეს მოედნის, პურის მოედნის, სოფელ ოქროყანის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბერიძის, ჩიტაძის, ჭონქაძის, კრავეიშვილის, არსენას, მესხის, კოტეტიშვილის, ბესიკის, ვირსალაძის, ჭანტურიას, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ვეკუას, ხიდის, ფხოვის, ყიფიანის, გერგეთის, ასათიანის, მთაწმინდის, ბოტანიკის, ტაბიძის, ლერმონტოვის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ყავლაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, ივერიის, გულიას, კოტე აფხაზის, ანტონ კათალიკოსის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, შარდენის, სიონის, თუმანიანის, პუშკინის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, გუდიაშვილის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, ქიქოძის, თვალჭრელიძის, 9 აპრილის, დავითაშვილის, ამაღლების, სავანელის, შინდისის, ავთანდილის, წავკისის, ბოლო აღმართის, ჩაიკოვსკის, იაშვილის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თონის, გომის, ჯვარედინის, ასკანის, საადის, გორგასლის, სამღებროს, სალმის, ზდანევიჩების, შალვა დადიანის, მაჩაბელის, დიუმას, აბესაძის, ახოსპირელის, კუფტინის, საიათნოვას, კოჯრის, ვერცხლის და აბო თბილელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს და დიღმის რაიონები – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 02 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელ დიღმის, სოფელ ჩალიპირების, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.