ირაკლი ღარიბაშვილი – თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო

0
898

თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო, – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც თანამდებობის დატოვების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურს დამკვიდრება დაიწყო.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შეინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ან ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი, ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო ჩვენმა გუნდმა. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობდა, ახლა, როდესაც გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო მიმართულებები“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here