საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მოვალეობის შესრულება დააკისრა

0
762

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას მოვალეობის შესრულება დააკისრა.  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, მოვალეობის შესრულება დააკისრა. შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით, ახლა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინსიტრობის კანდიდატს წარუდგენს”, – განმარტა კვერენჩხილაძემ.
მისივე თქმით, მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრებიდან შვიდი დღის ვადაში პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას წარუდგენს.
“დღევანდელი დღიდან შვიდი დღის ვადაში, პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ოფიციალურად წამოაყენებს და მას პარლამენტს წარუდგენს”,- განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here