თურქეთი “სახიფათო” ქვეყნებს შორის მოხვდა

0
854

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) მიერ მომზადებულ 2016 წლის ანგარიშში, თურქეთი მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებს შორის მოხვდა.

გაზეთ “ოზგურ დუშუნჯე”-ს (Özgür Düşünce) ინფორმაციით,  ყოველი წლის ბოლოს ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ სამომამვლო გადაწყვეტილების მისაღბად გამოსაყენებელი ფაილების მომმზადებელმა, Council on Foreign Relations (საგარეო ურთიერთობათა საბჭო) სახელწოდების კვლევითმა ცენტრმა, 2016 წელს თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც დაძაბულობის სავარაუდო ზრდაა მოლოდნელი. წელს მაღალი რისკის კატეგორიაში თურქეთთან ერთად 11 ქვეყანა მოხვდა, გასულ წელს კი თურქეთი საშუალო რისკის შემცველ ქვეყნებს შორის იყო. საგარეო ურთიერთობათა საბჭო თურქეთში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდაზე ამახვილებს ყურადღბას.

მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი რეგიონებიდან 8 ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს. CFR-ის განცხადებით, 2016 წელს სადაც “დაძაბულობის ზრდის მაღალი ალბათობაა მოსალოდნელი” პირველ ადგილზე სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამწვავებაა. სირია გასულ წელს “საშუალო რისკის” დონეზე მყოფი ქვეყნებს შორის იყო. უკვე 8 წელია მზადდება “პრევენციული პრიორიტეტების კვლევის ანგარიში” სადაც, მსოფლიოს სხვადახსვა რეგიონებში იმ დაძაბულობებს იკვლევენ რომელიც ამერიკის პოლიტიკაზე აისახება. ანგარიშში მიმდინარე დაძაბულობები და კონფლიქტები “მაღალი, საშუალო და დაბალი” ჯგუფებად არის დაყოფილი.

CFR-ის ანგარიშის თანახმად 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მაღალი დონის რისკის მქონე 11 კრიზისი ასეთია:

– სირიაში სამოქალაქო ომის გამწვავება

– აშშ-ზე ან მის რომელიმე მოკავშირზე მოსალოდნელი მასობრივი თავდასხმა

– აშშ-ის კიბერულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა

– ჩრდილოეთ კორეასთან მოსალოდნელი სერიოზული კრიზისი

– ემიგრანტების შემოდინების გამო, ევროკავშირის ქვეყნებში მოსალოდნელი პოლიტიკური არასტაბილურობა

– ლიბიაში პოლიტიკური გახლეჩის ზრდა

– ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის მომატება

– თერქეთში პოლიტიკური ძალადობის გაზრდა

– ეგვიპტეში პოლიტიკური არასტაბილურობის ზრდა

– ავღანეთში პოლიტიკური არასტაბილურობისა და ძალადობის მატეება

– ერაყში ISIS-ის მიერ ტერიტორიების დაპყრობით განხეთქილების გაზრდა და სექტური დაძაბულობის მომატება

95 წლის არასამთავრობო ორგანიზაცია

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის” სახელით ცნობილი CFR, 1921 წლის 21 ივლისს ნიუ იორკში დაარსდა. 1922 წლის შემდეგ კი “Foreign Affairs” სახელწოდებით საგარეო ურთიერთობების პრესტიჟულ ჟურნალს აქვეყნებს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here