დაკავებული ორი ტერორისტი 31 დეკემბერს ანკარაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა

0
759

თურქეთის დედაქალაქში დაკავებული ორი ტერორისტი 31 დეკემბერს ანკარაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა.

როგორც ადგილობრივი პრესა თურქეთის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, ორივე მათგანი თურქეთის მოქალაქე და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრია.

თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ტერორისტების დაკავებისკენ მიმართული სპეცოპერაციის ჩატარებისას, ე.წ. შაჰიდის ქამრები აღმოაჩინეს. დაკავებულები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სირიაში იმყოფებოდნენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here